გლინტვეინი თაფლით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გლინტვეინი თაფლით
0,75 ლ წითელი ღვინო;
450 მლ წყალი;
1-2 თხლად დაჭრილი ლიმონი;
50 გრ შაქარი;
2 ს/კ თაფლი;
გახეხილი მუსკატის კაკალი.
წყალში ჩავყაროთ შაქარი და ავადუღოთ. დავუმატოთ ღვინო, თაფლი და გავაცხელოთ (არ ადუღდეს). გავანაწილოთ დაჭრილი ლიმონი ბოკალებში, დავასხათ მომზადებული ნარევი და თავზე მოვაყაროთ გახეხილი მუსკატი.