გლონოქორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გლონოქორი – ქართლის მთავარეპისკოპოსი (დაახლ. V ს. 40-იანი წლების დასაწყისი), მეფე მირდატის დროს. „მოქცევაჲ ქართლისაის“ თანახმად, გლონოქორს საეკლესიოს გარდა საერო ძალაუფლებაც ჰქონდა: „ესე მთავარეპისკოპოსი ერისთავადაცა იყო ბარზაბოდ პიტიახშისაგან ქართლს და ჰერეთს“. ქართლის ცხოვრება ასეთი სახელის მქონე მღვდელმთავარს არ ასახელებს.
ვ. გოილაძე
წყაროები და ლიტერატურა
„მოქცევაჲ ქართლისაჲ“, შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979