გნეისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გნეისი − (გერმ. Gneiss მეტამორფული ქანის ტიპი < ალბათ შუა ზემოგერმანული gneist ნაპერწკალი < ძვ. (ასეთ შემთხვევებში ძველი ძვ.-დ გადავაკეთოთ ყველგან), ზემოგერმანული gneisto ნაპერწკალი (ქვის ბრჭყვიალების გამო), – გრანიტის სახესხვაობა, დედამიწის ქერქში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ფიქალური სტრუქტურის მქონე მეტამორფული ქანი, რომელიც შედგება, უპირატესად, კვარცის, მინდვრის შპატებისა და ქარსისგან. დედამიწის ქერქის სიღრმეში ის დიდი წნევის და მაღალი ტემპერატურის პირობებში ქანების მეტამორფიზმის შედეგად ჩნდება. მაგმური ქანის შეცვლით მიღებულ გნეისს ორთოგნეისს უწოდებენ, დანალექი ქანების შეცვლით გაჩენილს კი – პარაგნეისს. გნეისებს მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნით დედამიწის ქერქის აგებულებაში. მათი დიდი ნაწილი არქეულ (არქეოზოური ანუ სიცოცხლის დასაბამის ერა) ან პროტეროზოური (ძვ. წ. 2500-551 წწ.) გეოლოგიურ ერას მიეკუთვნება. საქართველოში გვხვდება პალეოზოური ერის გნეისები. სამშენებლო თვისებები იგივეა, რაც გრანიტის; გამოიყენება საძირკვლისა და ცოკოლის წყობისთვის, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოსაპირკეთებლად და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები