გოგბედნიერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გოგბედნიერი – მითიური ფრინველი სვანების წარმოდგენით, ნადირობის უმაღლეს ღვთაებას, მთის ბატონს ბერშიშვილს მოამბე ჰყავს გოგბედნიერის სახით. ღვთაების დავალებით, გოგბედნიერი ნადირთა ადგილსამყოფელსა და საქმე-კეთილობას ატყობინებს მონადირეებს.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- მ. ჩიქოვანი, ქართული ეპოსი, I, 1959, გე. 112.