გოგია დალილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გოგია დალილა – (1979), დაიბადა თბილისში. დაამთავრა 1-ლი საშუალო სკოლა, შემდეგ – თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. არის მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი. ინგლისურიდან ქართულად ნათარგმნი აქვს არაერთი პოეტური და პროზაული ნაწარმოები მისი თარგმანები და სტატიები დაბეჭდილია შემდეგ გამოცემებში: „არილი“, „ახალი საუნჯე“, „ინდიგო“, „აფრა“, „ქართული მწერლობა“.
- შერონ ოლდსი, „პრიმიტივი“
- თარგმნა დალილა გოგიამ
- მსმენია
- ცივილიზებული ადამიანების შესახებ,
- მათი ქორწინება მოიცავს დახვეწილ,
- გულწრფელ და გონივრულ საუბრებს.
- მე და შენ კი ველურები ვართ.
- პარკით ხელში შემოდიხარ
- და უსიტყვოდ მაწვდი.
- სურნელით ვხვდები – ხორცის Moo Shu,
- გზავნილიც მესმის: წუხელ
- გასიამოვნე. ჩუმად ვსხედვართ,
- გვერდიგვერდ, ვჭამთ გრძელ მაჭკატებს.
- აქა-იქ ცომი სკდება, ხორცი ვარდება,
- სურნელოვანი სოუსი იწუწება.
- ერთმანეთს ალმაცერად ვუყურებთ,
- უხმოდ, ჩვენი თვალის კუთხეები
- იმ ორი შუბის წვეტებივით ლაპლაპებს,
- პარმაღზე რომ დევს, იმის ნიშნად,
- რომ აქ მეგობარი მეგობრის გვერდითაა.