გოგირდიანი საღებარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გოგირდიანი საღებარი – სინთეზური საღებარი, რომელიც მიიღება გოგირდის მოქმედებით არომატულ ნაერთებთან (ნიტრო- და ამინონაერთებთან). გოგირდიანი საღებარი არ იხსნება წყალში და ორგანულ გამხსნელებში. ბამბის ქსოვილების შეღებვისას გოგირდიანი საღებარი გადაჰყავთ თხევად მდგომარეობაში (გოგირდოვანი ნატრიუმის წყალხსნარით). ეს საღებრები შედარებით იაფია და იძლევიან უმთავრესად მშვიდი (არამკვეთრი) ფერის ტონებს – შავს, ყავისფერს, მწვანეს, ლურჯს, ყვითელსა და ნარინჯისფერს.