გოგირდმჟავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოგირდმჟავა – ძლიერი ორფუძიანი მჟავა (H2SO4). ჩვეულებრივ პირობებში კონცენტრირებული გოგირდმჟავა – მძიმე ზეთისმაგვარი უფერო და უსუნო სითხე. ტექნიკაში გოგირდმჟავას უწოდებენ როგორც მის წყლის ნარევს, ისე გოგირდის ანჰიდრიდთან SO3 ნარევსაც. სიმკვრივე 1,84 ტ/მ3. კარგად იხსნება წყალში. მე-20 საუკუნემდე გოგირდმჟავა ხშირად უწოდებდნენ შაბიამანს (როგორც წესი ეს იყო კრისტალური ჰიდრატი, რომელიც კონსისტენციით ზეთს ჩამოჰგავდა) ან შაბიაბნის ზეთს. აქედანაა მისი მარილების სახელწოდებებიც (კერძოდ კი კრისტალური ჰიდრატების). გოგირდმჟავა წარმოქმნის მარილების ორ რიგს: საშუალოს – სულფატებს და მჟავეს – ჰიდროსულფატებს, ასევე ეთერებს. ცნობილია პეროქსომონოგოგირდმჟავა (ან კაროს მჟავა) H2SO5 და პეროქსოდგოგირდმჟავა H2S2O8. გახურებისას იშლება CO3-ის გამოყოფით, რომელიც ჰაერში წყლის ორთქლთან წარმოქმნის გოგირდმჟავას თეთრ ბოლს, რომლის ჩასუნთქვა იწვევს მწვავე და ქრონიკულ მოწამვლას. გამოყენების სფერო: ლითონდამამუშავებელი, სასუქების, ფეთქებადი ნივთიერებების წარმოება, ნავთობის მრეწველობა, ელექტროლიტი ტყვიის აკუმულატორებში, სხვადასხვაგვარი მინერალური მჟავებისა და მარილების მიღება, ტექსტილისა და ტყავის გადამამუშავებელ დარგებში, ორგანული სინთეზის რეაქციები (დეჰიდრატაცია, ჰიდრატაცია, სულფირება, ალკილირება, ფისების აღდგენა ფილტრებში დისტილირებული წყლის წარმოებაში) და სხვ. გოგირდმჟავას მსოფლიო წარმოება დაახლოებით 160 მლნ. ტონას შეადგენს წელიწადში. ყველაზე მსხვილი მომხმარებელია – მინერალური სასუქების წარმოება.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები