გოგობერიშვილი ვაჟა
ვაჟა გოგობერიშვილი – (1920-1999), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995) 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1955 წელს - ასპირანტურა. იგი მრავალი სამეცნიერო შრომისა და გამოკვლევის ავტორია, მის მიერ ორიგინალურად იქნა შეფასებული თანამედროვეობის ერთ-ერთი გავრცელებული და პოპულარული მიმდინარეობა პრაგმატიზმი. მეცნიერულადაა წარმოჩენილი პოზიტივიზმის ღირსებები და ნაკლი, ამავე რაკურსითაა გადმოცემული ლინგვისტური ფილოსოფიის თავისებურებანი.
ვ. გოგობერიშვილი ოთხ ათეულ წელზე მეტხანს ემსახურებოდა სტუდენტი ახალგაზრდობის განათლებისა და სამეცნიერო კადრების აღზრდის საქმეს, ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
თხზულებები
- „პრაგმატიზმის ფილოსოფია“ (თბილისი, I 966);
- „მეტაფიზიკის დაძლევის ცდები თანამედროვე პოზიტივიზმში“ (თბილისი, 1973);
- „რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართების გაგების ისტორიიდან“ (თბილისი, 1979);
- „რელიგიების პრობლემა მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში“ (თბილისი, 1989).