გოგროჭინა (ჭოჭინა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოგროჭინა — ჩვილი ბავშვის ფეხის ადგმისათვის აგებული სპეციალური საჯდომ-საგორავი, რომელსაც ხისგან აკეთებდნენ, გააჩნდა ოთხი ფეხი და მასზე მიმაგრებული ხისავე ბორბლები. ზემოდან ოთხკუთხა ფიცარი ჰქონდა დამაგრებული. იგი შუაზე მრგვლად იყო ამოჭრილი და სქელი ნაჭერი ისე იყო ჩამაგრებული, რომ მასში ბავშვი ჩამჯდარიყო. გოგროჭინაში ჩამჯდარი − „ჩადგუმნებული” ბავშვი ფეხს თუ გაშლიდა, იატაკს შეეხებოდა, ოჭივარას დაძრავდა და თავადაც დადიოდა, თუ მოხრიდა, მაშინ ოჭივარაში ჩაკიდულ ნაჭერზე ჯდებოდა. გოგროჭინა გავრცელებული იყო, როგორც მოძრავი − საგორავიანი, ისე უძრავი, რომელიც მხოლოდ ფეხებზე იდგა;


Logo1.JPG გოგროჭინა მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები