გოგუა ლიდია
ლიდია (დოდო) გოგუა − (8 აპრილი 1935, თბილისი), მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი, ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1979).
1958 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკის ისტორიის სპეციალობით (პედ. ლ. დონაძე), ამავე პედაგოგთან ასპირანტურა (1962). 1960 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, 1992-98 მუსიკის ისტორიის კათედრის გამგე. 1999-2000 პრორექტორი სასწავლო დარგში. დაწერილი აქვს ბროშურები, ნამუშევრები კრებულებად („რ. გაბიჩვაძის ადრეული კვარტეტები“ (1975), „ა. შავერზაშვილის 50-იანი წლების კამერულ-ინსტრუმენტული ანსამბლები“ (1976), 60-70-იანი წლების ქართული ინსტრუმენტული მუსიკის რამოდენიმე თავისებურება (1981), „პროგრამულობის პრინციპი ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებაში“ (1985), „მეგრული ლირიკული სიმღერების კილო-ინტონაციური წყობის თავისებურებების შესახებ“ (2000), „60-90-იანი წლების ქართული კამერულ-ინსტრუმენტული საანსამბლო მუსიკა“ (2004), სტატიები პერიოდულ გამოცემებში და სხვ.