გომართელი გაგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გომართელი გაგა (1978) პოეტი. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. არის სამი პოეტური კრებულის ავტორი.
- ნისლები
- ღრიალით სცემენ ქარნი ლამადებს,
- ქარნი ძლიერი და უბრალონი,
- ნამიან მკერდზე თავი დავადე
- აისს და პირმშო მზეს ბიალონი
- გადასძვრა ისე ვით ასულს კაბა,
- ტუჩებზე კოცნის მლოკავს ლებნების,
- მე ისევ ფიქრებს ვისრუტავ ხარბად
- და ვფიქრობ რთულად მოვიძებნები
- დავთარში ხვეჭად გარდაქმნილ ყოფის,
- რადგანაც სხვა მაქვს გზები სავალი,
- რაც გამაჩნია ისედაც მყოფნის
- და რასაც წამგლეჯს იყოს ალალი
- ღრიალით სცემენ ქარნი ლამადებს,
- ბუნებაც ახლა გრიგალს უგალობს,
- ბოლოს უბრალო ლოდი დამადეთ
- და დააწერეთ "კაცი უბრალო"