გომელაური ივანე
ივანე გომელაური – (1867–1951), სახალხო მასწავლებელი, ხალხური შემოქმედების შემკრები.
ი. გომელაური პედაგოგიურ მუშაობას უთავსებდა ზეპირსიტყვიერების შეკრებაზე ზრუნვას. ყველგან, სადაც კი უხდებოდა პრაქტიკულ-პედაგოგიური მოღვაწეობა აგროვებდა ხალხური შემოქმედების ნიმუშებს. ქ. ჭიათურაში ჩამოაყალიბა ზეპირსიტყვიერების შემკრებთა სპეციალური წრე, რომლის წევრებიც მასთან ერთად სოფელ-სოფელ აგროვებდნენ ფოლკლორულ ნაწარმოებებს შემკრებ-კორესპონდენტთაგან ი. გომელაური იხსენიებს. პ. ჩარხოშვილს, დ. პატეიშვილს, ევგ. ღვალაძეს.
ი. გომელაურის ფოლკლორული ჩანაწერებიდან აღსანიშნავია: „აბესალომ და ეთერი“, ხალხური „დიმიტრი თავდადებული“ (თუშური ვარიანტები), „ვერ გაიგეთა ფშაველნო“ და სხვ. ი. გომელაური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს აქვეყნებდა პრესაშიც („ივერია“, „თეატრი“) ი. გომელაურის ფოლკლორული ჩანაწერების რვეული, დათარიღებული 1915 წლით, ინახება ცენტრალურ არქივში (№ 689).
ფ. ზანდუკელი
ლიტერატურა
- საქ. სახ. (ცენტრ. არქივი, №689;
- სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწაელებლები, ტ. 1, 1953