გომელაური ნიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკო გომელაური

გომელაური ნიკო – (1970 –2010), ქართველი კინოსა და თატრის მსახიობი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1992 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშობდა თავისუფალი თეატრისა და გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობად. გადაღებულია ბევრ ფილმში. ლექსების პირველი კრებული 2001 წელს გამოვიდა. სულ გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული.


* * *
დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი – არა.
საოცარი უნარია დარდი წარა-მარა.
რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად,
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს –
დედაჩემის კაბა.
ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის...
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.
ღამე სმაში მათენდება,
დამეკარგა ღერძი...
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.
საოცარი უნარია დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი – არა...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები