გონიოს ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გონიოს ციხე
გონიოს ციხე (აფსაროსი) (ინგლ. Gonio Fortress) – ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ბათუმის უბან გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან, მარცხენა მხარეს. ამ რეგიონში აღმოცენდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები – დაიაენი და კულხა (ძვ. წ. XIII-VIII სს.).
ბონიოს ციხე
ანტიკური წყაროების თანახმად აფსაროსის დაარსება არგონავტების ექსპედიციას უკავშირდება. მათ მიერ აიეტის ვაჟის აფსირტეს მოკვლას და ამ ადგილას დაკრძალვას. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით უძველესი დასახლება აქ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. საკუთრივ ციხე აქ რომაელებმა I საუკუნის 70-იან წლებში ააგეს. II საუკუნეში აქ რომაელთა ლეგიონები იდგა და იგი საკმაოდ ძლიერი, კეთილმოწყობილი, გამაგებული ციხე-ქალაქი იყო. გონიოს ციხე XII საუკუნის შემდეგდროინდელი სახელწოდებაა. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების ნაგებობები: აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები, ჭები და ა.შ. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები (გენუა და სხვ.) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრისადმი. 1547 წელს ციხე ოსმალებმა დაიკავეს და მათ მფლობელობაში იყო 1878 წლამდე, როდესაც სან-სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა.


ციხე გეგმით დიდი ზომის მართკუთხედია (195×245 მ). ყოველ მხარეს თითო ჭიშკარი აქვს, გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია. გონიოს ციხე უხერშად გათლილი ქვის კვადრებითაა ნაგები. შეინიშნება რამდენიმე სამშენებლო ფენა. პირველი ფენა (III-V სს.) გამოირჩევა კარგი დამუშავებითა და წყობით, მეორე ფენის კოშკებიანი კედლები (VI-VII სს.) შედარებით დაბალი ხარისხისაა, მესამე ფენა კი ოსმალების ბატონობის პერიოდს განეკუთვნება (XVI ს.).

სავარაუდოდ გონიოს ციხეში მდებარეობს ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთ-ერთის, წმინდა მათეს საფლავი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები