გონჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გონჩა (ჩეჩნ. Гонча) – ჩეჩნური ფოლკლორის გოლიათი მიწათმოქმედი, რომელიც მიწას რვა ტახით ხნავს; ჰყავს ექვსი ძმა, რომელთა შორის ის ყველაზე სუსტია, და ერთი დაჲ, რომელსაც ცალთვალა ნართ-ორსთხოელი – სარღანი – იტაცებს. ძმები დის დახსნას გადაწყვეტენ და ცალთვალა ნართს სტუმრად ეწვევიან. მასპინძელი ანთებს ცეცხლს, რომელშიც რკინის გრძელ ზუმბას გაწითლებამდე გაახურებს და მასზე ძმებს ისე წამოაცვამს, რომ იგი, გონჩას გარდა, ყველას გულში გაუვლის. გადარჩენილი გონჩა, მოგვიანებით, ძმებს ზუმბას მოხსნის, სარღანს ერთადერთ თვალში ატაკებს და სრულიად დააბრმავებს.


ლიტერატურა

Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. Исследование и тексты. М., 1972.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები