გოჟაქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გოჟაქ-ი (ჩეჩნ. Гожак) – ჩეჩნურ ნართულ თქმულებათა ეპიზოდური პერსონაჟი. ნართი გოჟაქი ნოღა-მირზა-ჲურთის მიწაზე მდებარე გამოქვაბულში ცხოვრობს; ჰყავს ძალზე ლამაზი ცოლი ბალაშაჲ, რომელიც ნართ ნაურს შეუყვარდება. ნაური გოჟაქს თავის ყაბარდოელ მეგობარს აკვლევინებს და ბალაშაჲს მეორე ცოლად ირთავს.
ლიტერატურა
Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. Исследование и тексты. М., 1972.