გორგანელი ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ გორგანელი

გორგანელი ვახტანგ – (1921 –1996), ქართველი პოეტი. დაიბადა თბილისში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1948 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1944 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; 1947 წელს გამოაქვეყნა პირველი წიგნი „სიცოცხლის ტალღები”; მისი კრებულებიდან აღსანიშნავია: „გზა მთებში” (1956), „მთელი გულით” (1959), „გზები და მწვერვალები” 1965), „ცეცხლი და ყვავილი” (1969), „ყაყაჩოები არაგვის პირას” (1976).


* * *
გაზაფხულის მერცხალი ვარ,
შორი გზიდან ნიავქარმა მატარა,
ნუ დამიშლი, შენს ლოყაზე
ბუდე მინდა გავიკეთო პატარა.
ხედავ, გაშლილ მთებს და ველებს
გაზაფხული ყვავილებით ქარგავს,
სხვა რა გითხრა, ჩემო კარგო,
სიყვარულის და სიმღერის გარდა.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები