გორგონების გვარი
გორგონების გვარი − Rhodeus Agassir
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: გორგონები
კობრისებრთა ოჯახის სხივფარფლიანი თევზების გვარი. სხეული მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული და მსხვილი ქერცლითაა დაფარული. ქერცლების განივი მწკრივების რაოდენობა 32-40-ია გვერდითი ხაზი არასრულია, მაგრამ უფრო მეტია, ვიდრე პირველი 10 ქერცლისა. ხახის კბილები ერთმწკრივი მძლავრი გვერდებიდან შებრტყელებული და დაუკბილავია, პირი პატარა ზომისაა, ოდნავ ირიბი, ნახევრად ქვედა, ულვაშებს მოკლებული; ქვედა ყბა ნახეერადმთვარისებურია. თვალის ქვედა პატარა ძვლები საკმაოდ განიერია. ზურგის ფარფლი წაგრძელებულია; მასში 8–11 დატოტვილი სხივია. ის იწყება მუცლის ფარფლის ფუძის ცოტა უკან და უეკლოა (თუმცა უკანასკნელი დაუტოტველი სხივი საკმაოდ მძლავრიც შეიძლება იყოს). ანალური ფარფლიც უეკლოა. ის იწყება ზურგის ფარფლის უკანა ვერტიკალის წინ. მასში 8–10 დატოტვილი სხივია. მუცლის აპკი შავია. ნაწლავის მილი გრძელია. მალების რაოდენობა 34-36.
პატარა ზომის თევზია.
გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, კავკასიაში, ამურის აუზში, მანჯურიაში, კორეაში, ჩინეთში, იაპონიაში, შეიცავს რამდენიმე სახეს.
საქართველოს ფარგლებში გვხვდება მხოლოდ ერთი სახე.