გორდაძე მიხეილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გორდაძე მიხეილ - (ფსევდონიმი აბულაძე) (თელავი - V.1919) - პოეტი.
1880 გაზეთი „დროების“ ცნობით, „არჩილიანის“ გამოცემა განუზრახავს, მაგრამ უშედეგოდ. 1881 გამოსცა კრებული „სამშობლო ანუ ლექსთა კრება“, 1893 „ლექსნი“. 24.XII.1893 გაზეთ „ივერიაში“ მისი ლექსი „ჩიტი“ დაიბეჭდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მისი ფოტოები და ლექსები იბეჭდებოდა. „მისი წერის საგანი იყო მშრომელთა ტრფიალი, სამშობლო ქვეყნის სიყვარული, მჩაგვრელთა გმობა, ხალხის უკეთესი მომავლისკენ მოწოდება, ერში საზნეო მისწრაფებათა გავრცელება“. 1918 დაიბეჭდა მისი ჩანაწერი „ქართულ უნივერსიტეტში“ (მოსმენილი ივანე ჯავახიშვილის ლექციიდან).
სალომე ჭანტურიძე
ლიტერატურა
- ენც. საქართველო, ტ. II, თბ., 2012;
- მ. გორდაძე, ქართულ უნივერსიტეტში (მოსმენილი ივანე ჯავახიშვილის ლექციიდან), ჟურ. „თეატრი დაცხოვრება“, 1918, №4;
- ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1919, №3;
- ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1919, №7.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი