გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი - დაარსდა 1939 წ სამასწავლებლო ინსტიტუტის (არსებობდა 1935 წ-დან) ბაზაზე. ინსტიტუტს ჰქონდა ფაკულტეტები: ისტორია-ფილოლოგიის, ფიზიკა-მათემატიკის, გეოგრაფია-ბიოლოგიის, დაწყებითი განათლების პედაგოგიკის, საზ. პროფესიათა, სააღრიცხვო ეკონომიკის; საღამოს და დაუსწრებელი განყოფილებები. ინსტიტუტში სწავლობს 2000-მდე სტუდენტი.