გოსტენინა ელისაბედ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელისაბედ გოსტენინა

გოსტენინა ელისაბედ ანდრიას ასული - (4. VIII. 1904, თბილისი, – 13. IX. 1988, თბილისი), საოპერო მომღერალი (სოპრანო) და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი.

1929 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1929-59 იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1962-იდა6 თბილისის მე-2 სამუსიკო სასწავლებლის ვოკალის პედაგოგია. ხანგრძლივი სასცენო მოღვაწეობის მანძილზე მან შეასრულა სოპრანოს თითქმის ყველა წამყვანი პარტია. მათ შორის მარო, ეთერი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“). გოსტენინას შესრულება გამოირჩეოდა სავსე ხმოვანებითა და ინტონირების სიფაქიზით. (მ. გედევანიშვილი)




იხილე აგრეთვე

ელისაბედ გოსტენინა

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები