გოქშო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გოქშო - (Dipsacus L.); ოჯახი: გოქშოსებრნი (Dipsacaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით – 50-200 სმ. სწორი, წახნაგოვანი, წიბოებზე ეკლებიანი, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, მოგრძო-უკუკვერცხისებური, დაკბილული ან ფრთისებურად განკვეთილი, ორივე მხარეზე ჯაგრით მოფენილი. ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა, შეზრდილი, მოგრძო ფორმის, ფრთისებურად დაყოფილი ხაზურ, კიდეებკბილებიან ნაკვთებად. ქვედა მხარე ძარღვის გაყოლებით ეკლებიანია. თავაკები კვერცხისებურია, ყვავილები – თეთრი ან მკრთალი ლილისფერი. ყვ. ნაყ. VI-VII. კახეთში ეს მცენარე იზრდება თითქმის ყველგან, სარეველა მცენარეა. ცნობილია მთელ საქართველოში.