გრადაცია (ლიტერატურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრადაცია – (ლათ. gradatio - საფეხურებიანი ამაღლებული ადგილი) – პოეტური ფიგურის სახესხვაობა, მხატვრული წარმოსახვის თანდათანობით გაძლიერება, მისი მნიშვნელობის უფრო მკვეთრად, შთამბეჭდავად გაღმოცემა სინონიმური სიტყვებისა და გამოთქმების, ანდა ფართო აღწერილობის მეშვეობით. იგი დამახასიათებელია არა მარტო პოეტური, არამედ პროზაული მეტყველებისთვისაც:


ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედებს.
(ი. ჭავჭავაძე).


„ღამე მოდის შიშით, თრთოლვითა და იდუმალებით, ღამე უტეხ ტყეში, შუა ზღვაში, ყრუ და უკაცურ უდაბნოში, სადაც, გარდა ბუნაგებისა და მშიერი ნადირისა, არც საფარია, არც მშველელი, არც სულიერი“

(მ. ჯავახიშვილი).


გრადაციის კლასიკური ნიმუშია აგრეთვე ი. ჭავჭავაძის „განდეგილის“ პროლოგი.


გრადაციის საპირისპიროა ქვედასვლა – მაღლიდან დაბლა დაშვება დიდიდან მცირეზე, ზოგაღიდან კონკრეტულზე გადასვლა.


ქალაქზე ნელმა ალმა იფეთქა,
სახლებზე ადის ფერადი ბოლი.
და კიბეებზე, ვით ვინიეტკა,
დაფენილია დაფნის ფოთოლი.
(გ. ტაბიძე).


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები