გრადუალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრადუალიზმი - (gradualism)

1. მეცნიერული მიმდინარეობა, რომელიც სწავლობს ეკონომიკური სისტემის ერთი მდგომარეობიდან მეორეში ევოლუციური გადასვლის გზებსა და კანონზომიერებებს;
2. მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ევოლუციური მოდელი, რომელიც ორთოდოქსული მოდელის ალტერნატივაა. მისთვის დამახასიათებელია ეკონომიკის თანდათანობითი კონვერსია ძველი ელემენტების გამოყენების საფუძველზე, გამორიცხავს უკიდურეს რადიკალიზმს და უშუალოდ გათვლილია ქვეყნის წარმოებრივი პოტენციალის განვითარებაზე.

გრადუალიზმისთვის ნიშანდობლივია: სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეცვლა-განახლება ეკონომიკაში სახელმწიფოს ფუნქციების მნიშვნელოვანი შენარჩუნებითა და სახელმწიფო მარეგულირებელი როლის განმტკიცებით, საკუთრების პლურალიზმის დამკვიდრება, წარმოების სტრუქტურული გარდაქმნა და სტიმულირება, მეცნიერულ ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველზე სამამულო წარმოების პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, საინვესტიციო საქმიანობის ფართოდ გაშლა და ა.შ. ეს მოდელი წარმატებით გამოიყენება ჩინეთში და უკავშირდება „ჩინურ სასწაულს”.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები