გრამატიკული სისწორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრამატიკული სისწორე

1. შესაბამისობა კონკრეტული ენის კანონებთან; ენობრივ საშუალებათა გამოსადეგობა აზრის ისე გამოსახატავად, რომ შესაძლებელი გახდეს ყველაზე ეფექტური ურთიერთობა (გაგება) სათანადო ენის მატარებელთა შორის (ფართო მნიშვნელობა);

2. შესაბამისობა ამა თუ იმ ენის გრამატიკული წყობის მოქმედ გრამატიკულ მოდელებთან (ვიწრო მნიშვნელობა). გრამატიკული სისწორე გულისხმობს სალიტერატურო ენის ნორმების დაცვას, რომლებიც ზეპირსა და წერით მეტყველებაში კონკრეტული ენის მატარებელთა მიერ აღიქმება ამ ენაში საყოველთაოდ მიღებულ და ტრადიციით შემონახულ ენობრივ ჩვევად (უზუსად).

გრამატიკულ სისწორეს საფუძვლად უდევს კონკრეტული ენის გრამატიკული სტრუქტურა, რომელშიც მოწესრიგებულია, ერთი მხრივ, მორფემების (ფუძისა და აფიქსების) ურთიერთობა, მეორე მხრივ – სინტაქსური ურთიერთობა. შდრ.: „ქუდიანი“ (ნორმა), „ქუდოსანი“ (არაუზუალური სიტყვაწარმოება) ან „ქუდოვანი“ (დარღვევა); „მათ გააკეთეს“ (ნორმა) და „მათ გააკეთენ“ (დარღვევა); „იგი დაჰპირდა (შეეკითხა, შეეხვეწა) მას“ (ნორმა) და „მან დაჰპირდა (შეეკითხა, შეეხვეწა) მას“ (დარღვევა); „ბევრი წერილი" (ნორმა) და „ბევრი წერილები“ (დარღვევა) და სხვ.

შ. აფრიდონიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები