ფუნქციის გრაფიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გრაფიკი ფუნქციის-დან)
ფუნქციის გრაფიკი – მოცემული y = f(x) ფუნქციის გრაფიკი ეწოდება სიბრტყის ყველა იმ წერტილთა ერთობლიობას, რომელთა კოორდინატებია (x; f(x)).
ფუნქციის გრაფიკის ასაგებად საჭიროა ვიცოდეთ მისი შემდეგი თვისებები:
- 1) ამ ფუნქციის განსაზღვრის არე (x-ის ყველა მნიშვნელობა) და ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე (y -ის მნიშვნელობები);
- 2) ფუნქციის უწყვეტობის შუალედი და მისი პირველი და მეორე წარმოებულები;
- 3) ვიკვლევთ წარმოებულების ნიშნებს, ფუნქციის მონოტონურობის შუალედებს, ამოზნექილობისა და ჩაზნექილობის შუალედებს, ექსტრემუმისა და გადაღუნვის წერტილებს;
- 4) ვეძებთ ფუნქციის ასიმპტოტებს, თუ ისინი არსებობენ;
- 5) ვეძებთ ფუნქციის მნიშვნელობებს ექსტრემუმის წერტილებში, გადაღუნვის წერტილებში და ზოგიერთ სხვა წერტილში ფუნქციის გრაფიკის საჭირო სიზუსტით ასაგებად.
ამ თვისებების გათვალისწინებით ვაგებთ გრაფიკს, რომელიც მითითებულ წერტილებზე გადის.