გრაფიკული გამოთვლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრაფიკული გამოთვლები – გრაფიკული აგებების საშუალებით სხვადასხვა ამოცანის რიცხვითი ამონახსნის მიღების მეთოდი. გრაფიკული გამოთვლები (გრაფიკული გამრავლება, განტოლების გრაფიკული ამოხსნა, გრაფიკული ინტეგრება და სხვ.) არის სისტემა აგებებისა, რომლებიც გარკვეული მიახლოებით იმეორებენ ან ცვლიან შესაბამის ანალიზურ ოპერაციებს. გრაფიკული გამოთვლების დროს იყენებენ ფუნქციათა გრაფიკებს. მეთოდის ღირსებაა შესრულების სიმარტივე და თვალსაჩინოება. ნაკლი – პასუხის ნაკლები სიზუსტე.

მაგალითად, f(x) = 0 განტოლების გრაფიკული ამოხსნა გულისხმობს y = f(x) ფუნქციის აგებას და ამ გრაფიკის 0x ღერძთან (y=0) გადაკვეთის აბსცისების პოვნას.

გრაფიკული გამოთვლების სიზუსტე საკმაოდ გამოიყენება საინჟინრო პრაქტიკაში.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები