გრედი ჟან-პიერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გრედი ჟან-პიერ - (ფრ. GREDY JEAN-PIERRE) XX საუკუნის ცნობილი ფრანგი დრამატურგი. დაიბადა 1920 წელს ალექსანდრიაში.
ჟან-პიერ გრედმ დაამთავრა ფილოლოგიური ფაკულტეტი და კინემატოგრაფიის უმაღლესი სკოლა. ჟან-პიერ გრედის მრავალწლიანი შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებდა პიერ ბარიესთან. რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტურ წლებში ჩაისახა. მათ ერთობლივად შექმნეს პიესა - „ადელას ძღვენი“, რომელსაც 1949 წელს მიენიჭა ტრისტან ბერნარის თეატრალური პრემია.
ამ ცნობილმა ფრანგულმა დრამატურგიულმა დუეტმა ერთობლივად ოცზე მეტი ნაწარმოები შექმნა, რომლებმაც მათ თანამედროვე ფრანგული კომედიის უბადლო ოსტატების სახელი მოუხვეჭა.
მჟან-პიერ გრედისა და პიერ ბარიეს მიერ ერთობლივად შექმნილი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია:
- „მეგობარი-მეგობარი“ (1950),
- „ესეც ასე“ (1953),
- „კალამი“ (1954),
- „გიჟი ამანდა“ (1971),
- „კარდი საუზმეზე“ (1973),
- „ძროხის ტყავი“ (1975),
- „საყვარელო“ (1978) და სხვ.