გრიგოლი და გრიგოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრიწონი, მეტაფრაზული კრებული. გადამწერები - გრიგოლი და გრიგოლი XIV ს.

გრიგოლი და გრიგოლი – (XV ს.), ქართველი კალიგრაფები, მოღვაწეობდნენ პეტრიწონის ქართველთა მონასტერში (დღევანდელი ბაჩკოვო, ბულგარეთი). სხვა წყაროებით, უცნობ მახარებელ იქროისყმაისძის შეკვეთით გადაუწერიათ სადღესასწაულო საკითხავი (სხეც. H-1760). ორივეს განსხვავებული ხელწერა ჰქონდა, რაც აშკარად ჩანს ხელნაწერში – ფფ. 1-225 გადაწერილია ერთის, ხოლო ფფ. 225-365 – მეორის მიერ. საშუალო ზომის (19,5×20,5 სმ) ხელნაწერი შესრულებულია ქაღალდზე ნუსხურით, საკითხავთა დასაწყისები – სინგურით, ყოველი საკითხავის წინ მოთავსებულია თავსამკაული.

ვ.სილოგავა



ლიტერატურა

ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, H კოლექცია, ტ. IV, თბ., 1950.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები