კილაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გრიგოლ კილაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ კილაძე

გრიგოლ კილაძე – (25 ოქტომბერი 1902, ქ. ბათუმი – 3 ივნისი 1962, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941). სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1941, 1948).

1927-29 სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიაში, 1931 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი). 1931-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (პროფ. 1941). გრიგოლ კილაძე თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეა. სხვადასხვა დროს იყო თბილისის კონსერვატორიის და საოპერო თეატრის დირექტორი, ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრისა და კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მთავარი დირიჟორი.

მისი ნაწარმოებებია, ოპერები − „ბახტრიონი“ (1936), „ლადო კეცხოველი“ (1940), ბალეტი „სინათლე“ (დაიდგა თბ. ოპერისა და ბალეტის თეატრში, 1947. სსრკ. სახელმწიფო პრემია 1948), 2 სიმფონია, 2 სიუიტა (მ. შ. ცნობილი „ქართული სიუიტა“, 1925), სიმფონიური პოემა „განდეგილი“, (1937, სსრკ. სახელმწიფო პრემია 1941), მუსიკა კინოფილმისათვის („არსენა“, „ფრთოსანი მღებავი“, და სხვ.).

გ. ტორაძე

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები