ბარხუდარიანი სერგეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგეი ბარხუდარიანი

სერგეი ბარხუდარიანი (სარქის) − (26.VIII (7.IX). 1887, თბილისი, -1973, იქვე), საქართველოში მოღვაწე სომეხი კომპოზიტორი და მუსიკის პედაგოგი. სომხეთის სახალხო არტისტი (1960). საქართველოს ხელოვნების დამსხურებული მოღვაწე (1936).

1907 დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი. 1907-09 სწავლობდა ბერლინის კონსერვატორიაში (საფორტეპიანო კლასი). 1915 დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია (კომპოზიციის კლასი). 1923-55 თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1941-დან პროფესორი). მისი მოწაფეები იყვნენ: ო. თაქთაქიშვილი, შ. თაქთაქიშვილი, გ. კილაძე, გ. ჩხიკვაძე, შ. აზმაიფარაშვილი, ა. ანდრიაშვილი, ა. ბაბაჯანიანი, ა. არუთუნიანი, ო. ბარამიშვილი, ნ. გუდიაშვილი და სხვ.

ბარხუდარიანმა დაწერა: სიმფონიური პოემა „ანუში“ (1917), ბალეტი „ნარინე“ (1938), უვერტიურა, რომანსები, საფონიური პიესები თეატრისა და კონოს მუსიკა და სხვ.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები