კონსერვატორია
კონსერვატორია – (იტალ. conservatorio, თავდაპირველი მნიშვნელობით თავშესაფარი. ლათ. conservo – ვინახავ), უმაღლესი მუსიკალური სასწავლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს მუსიკალური ხელოვნების სპეციალისტებს: შემსრულებლებს (ინსტრუმენტალისტებს, ვოკალისტებს, დირიჟორებს, მუსიკისმცოდნეებს).
პირველი კონსერვატორია ნეაპოლში 1537 დაარსდა. XVIII საუკუნეში იტალიაში კონსერვატორიები ამზადებდა მუსიკოს-შემსრულებლებსა და კომპოზიტორებს. აქ სწავლობდნენ ევროპის სხვა ქვეყნების მუსიკოსებიც. სპეციალური ხასიათის მუსიკალური სასწავლებელი (თანამედროვე კონსერვატორიის წინამორბედი) დაარსდა პარიზში 1793 წელს. XIX ს. I ნახევარში კონსერვატორიები შეიქმნა ევროპის, მოგვიანებით აშშ-ის მრავალ ქალაქში. რუსეთში პირველი კონსერვატორიები დაარსდა პეტერბურგსა (1862) და მოსკოვში (1866). თბილისში 1917 (პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება საქართველოსა და ამიერკავკასიაში).