ანდრიაშვილი აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი ანდრიაშვილი

ანდრიაშვილი აკაკი - (4. XI. 1904, სოფ. ძველი გავაზი, ახლანდელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი, – 27. V. 1992, თბილისი), ქართველი კოპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

1933 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის (პროფესორ ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი). გაიარა ასპირანტურის კურსი პროფესორ პ. რიაზანოვის ხელმძღვანელობით.

დაწერილი აქვს ორი სიმფონია, საფორტეპიანო კონცერტი, კვარტეტი, ოპერები: „კაკო ყაჩაღი“ (1939), „ზვავი“ (1960), „ნანა“, „ოთარაანთ ქვრივი“, „მეგობრობა“, კომიკური ოპერა „ლაშქარა“ (1946), საბავშვო ოპერა „ჩხიკვთა ქორწილი“ (1953), სიმღერები, მუსიკა თეატრისათვის და სხვ.

ანდრიაშვილის ოპერებიდან განსაკუთრებული წარმატება ხვდა „კაკო ყაჩაღს“, რომელიც 6 წლის მანძილზე იდგმებოდა სცენაზე. დაიდგა ქუთაისშიც. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისისა და სიღნაღის მუსიკალურ სასწავლებლებში. (დირექტორი).





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

აკაკი ანდრიაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები