გრიგოლ I (დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გრიგოლ I – (XVI ს. I ნახ.) აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) კათოლიკოსი.
გელათის გულანში აღნიშნულია, რომ 1639 წ. „...მიიცვალა გრიგოლ კათოლიკოზი და იმავე წელს ქრისტიანე და ღვთისმოყუარე მაჭუტაძე კათალიკოზი ბატონი მაქსიმე ეკურთხა კათალიკოზად“.
ამ პერიოდის საბუთებში კათოლიკოსი გრიგოლი არსად იხსენიება, მაგრამ თუ გელათის აღნიშნული გულანი ზუსტ ინფრომაციას იძლევა, მაშინ გრიგოლი კათოლიკოსად ამ პერიოდში უნდა ყოფილიყო მცირე დროის განმავლობაში.
წყაროები და ლიტერატურა
- ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.
- კარბელაშვილი პ., იერარქია საქართველოს ეკლესიისა, კათალიკოსნი და მღვდელ- მთავარნი, ტფ., 1900;
- ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, მსკი, 1954, ნაკვ. 31;
- Жордания T., Абхазские католикосы, Ставрополь, 1893.