გრიზელის სინდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიზელის სინდრომი — გამოიხატება ანთებით და კისრის პათოლოგიური მოხრით რომელიმე მხარეს, რომელიც არატრავმული პათოლოოგიაა. ახასიათებს:

გრიზელის სინდრომის დროს პაციენტის კისრის სპეციფიკური პოზიცირება
— ანთებით ადენოპათიებს;
— კისრის ფლეგმონებს;
— საძილე არტერიის ანევრიზმას;
— სპონდილიტს;

აუცილებლად უნდა ახლდეს ფებრილიტეტი, მტკივნეულობა ზედა სასუნთქი გზების საპროექციო არეში. გვხვდება 5-12 წლის ასაკის ბავშვებში. ასევე, პოსტოპერაციულ პერიოდში, როდესაც კუნთების ანთებითი პროცესი ვითარდება. მასტოიდექტომიის, ტონზილექტომიის, ადენოტომიის დროს, განვითარების დრო მერყეობს პირველიდან მე-6 დღემდე. დიაგნოზი კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით ისმება. რადიოლოგიური კვლევა არაფერს აჩვენებს, თუმცა აბსცესის გამოვლენაში გვეხმარება.

მკურნალობა ითვალისწინებს ანტიბიოტიკოთერაპიას, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო და მიორელაქსანტი პრეპარატების კომბინაციას. პროგნოზი აქვს კარგი.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები