გრინოკიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრინოკიტი− (კადმიუმის კაჟმიწა, კადმიუმის ოხრა) – სულფიდების კლასის გამჭვირვალე ან ნახევრადგამჭვირვალე მინერალი, კოორდინაციული სტრუქტურის კადმიუმის სულფიდი.

ფორმულა – CdS;
სიმკვრივე – 4900-5000 კგ/მ3.
სიმაგრე მოოსის სკალით – 3-3,5. შეიცავს 78% კადმიუმსა და ინდიუმის მინარევებს.
ფერი – ყვითელი, ნარინჯისფერი, ზოგჯერ მოწითალო.


ტერმინის დასახელება დაკავშირებულია ბრიტანეთის არმიის გენერლის, ლორდ გრინოკის სახელთან, რომლის მამულშიც პირველად იპოვეს ეს მინერალი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები