გრიფი (მუსიკალური ინსტრუმენტის დეტალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიფი ხემიან და საწკმეტ სიმებიან საკრავებში

გრიფი - გერმ. Griff,

  1. ელექტრონულ-სამუსიკო საკრავებში კონტაქტური აფსკი ან ფირი, რომელსაც შემსრულებელი ეხება თითებით, ცვლის ელექტროდენის ძაბვას და ღებულობს სხვადასხვა, სიმაღლის ბგერებს.
  2. ხემიან და საწკმეტ სიმებიან საკრავებში – მყარი ხის ჯიშებისაგან დამზადებული გრძელი ვიწრო ფირფიტა, რომელიც „ყელზეა“ მიწებებული და რომლის ზემოთაც გაბმულია სიმები.
  3. ჰარმონიკაში, ბაიანში, აკორდეონში – კორპუსის დეტალი, რომელზედაც მაგრდება მარჯვენა ხელის კლავიატურა.
  4. ჩასაბერ სატუჩე საკრავებში სახრახნ–საცობო მექანიზმის კვანძი.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები