გრიფი (სახელმძღვანელოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიფი - ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი ადგენს სახელმძღვანელოების შესაბამისობას ხარისხის კრიტერიუმებთან და წარმატების შემთხვევაში ანიჭებს მათ რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფს.

რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება ხდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელო აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • გრიფის მისაღებად წარმოდგენილი წიგნი ან წიგნების კრებული განკუთვნილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისთვის, საგნობრივი ჯგუფის ან/და მიმართულებისათვის, რომლისთვისაც არსებობს საგნობრივი სტანდარტები;
  • გრიფის მისაღებად წარმოდგენილია მასწავლებლის წიგნი ან მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნი ერთად;
  • წიგნი დადებით შეფასებას იღებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში ან წარმატებით გადის პილოტირების პროცესს;
  • რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება თითოეული საგნის, საგნობრივი ჯგუფის ან/და მიმართულების სახელმძღვანელოსათვის ხდება კლასების მიხედვით.


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები