გროტოვსკი ეჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეჟი გროტოვსკი (1933-1999), პოლონელი რეჟისორი. პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 60-იან წწ. დააარსა თეატრი-ლაბორატორია ვროცლავში. შექმნა „ღატაკი თეატრის“ თეორია, რაც გულისხმობდა მაქსიმალურ სამსახიობო გამომსახველობას მინიმალური სცენური აქსესუარით. თავის შემოქმედებაში ეყრდნობოდა სტანისლავსკისა და ანტონენ არტოს თეატრალურ იდეებს, განახორციელა ამ იდეების სცენური სინთეზი.
იხილე აგრეთვე
„ხელოვნება, როგორც გადაადგილების საშუალება”