გრუნტის დონე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გრუნტის დონე – საკონტროლო დონე, რომელიც წარმოადგენს შენობის ექსტერიერის კედლების მოსაზღვრე გრუნტის დასრულებული ზედაპირის გასაშუალებულ დონეს. თუ გრუნტის დასრულებული ზედაპირის დონე ექსტერიერის კედლებიდან დამრეცად მიდის, საკონტროლო დონე განისაზღვრება შენობასა და მიწის ნაკვეთის საზღვარს შორის მოქცეული ფართობის ყველაზე დაბალი ნიშნულის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთის საზღვარი შენობიდან დაშორებულია 1,8 მ-ზე მეტად, მაშინ შენობასა და შენობიდან 1,8 მ-მდე ფარგლებში მოქცეული ყველაზე დაბალი ნიშნულების მიხედვით.