გრძელფეხა უდემანსიელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Grdzelfexa.PNG

გრძელფეხა უდემანსიელა (ლათ. Oudemansiella longipes (Bull. Ex Amans) Meser. რუს. Денехка длинноногая)

ქუდი – 3-6 სმ დიამეტრისაა, ჯერ მომრგვალებულ-კონუსისებრია, შემდეგ-ბრტყელი, ახასიათებს ბორცვაკი, ზედაპირი ბოჭკოვან–ხავერდოვანია, ნაცრისფერ-ყავისფერი. ფირფიტები თავისუფალია, მეჩხერი, შუაში განიერი, ბოლოებში დამრგვალებული, მოყვითალო-თეთრი.

ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 0,8-1 სმ სისქისაა, ქუდისკენ წვრილდება, ძირში გამსხვილებულია და ფესვისებურადაა წაგრძელებული, ბუსუსოვან-ხავერდოვანი ზედაპირითაა, მუქმურა-ყავისფერია.

სპორები – განიერ-ელიფსისებრი, თითქმის სფეროსებრი, უფერული, 8-9X6-6,5 მკმ.

იზრდება ნიადაგზე წიფლნარ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.

საჭმელად ახალი, მხოლოდ ქუდი გამოიყენება.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები