გუდმენი ბენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენი გუდმენი

გუდმენი ბენჯამენ დეივიდი (ბენი) - ინგ. Benny Goodman, (30. V. 1909, ჩიკაგო, – 13. VI. 1986, ნიუ-იორკი), ამერიკელი კლარნეტისტი.


1924-იდან სხვადასხვა ორკესტრისა და ანსამბლის სოლისტი. 1934-იდან ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ ჯაზურ ორკესტრს, რომელიც უკრავდა „სუინგ“-ის სტილით, ზანგური საცეკვაო მუსიკის ფორმების გამოყენებით. ცნობილია აგრეთვე როგორც კლასიკური მუსიკის შემსრულებელი (კერძოდ, მოცარტის კონცერტისა). მისთვის ნაწარმოებები აქვთ შექმნილი პ. ჰინდემითს, ბ. ბარტოკს, ა. კოპლენდს. გასტროლები გამართა სსრკ-ში (მათ შორის, თბილისში) – 19 62. გუდმენს ეკუთვნის კამერულ-ჯაზური ნაწარმოები. გადაღებულია კინოში.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები