გულიკამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გულიკამი – სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტიკამის თემში, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე აბლარის (ფარავნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, ფარავანთან შესართავთან, ზღვის დონიდან 1675-1745 მ სიმაღეზე, ქ. ახალქალაქიდან 5 კმ მანძილზე. მიდამოები უტყეოა. საქართველოს მთა ვრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.
მოსახლეობის რიცხოვნობა – 1974, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). სახელწოდება წარმოიშვა 1828-1829 წლების შემდეგ, რაც სამცხე-ჯავახეთში დასახლდა თურქეთიდან გადმოსახლებული სომეხი მოსახლეობა.