გულსუნდას ქვაბნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გულსუნდას ქვაბნი, გელსუდას ქვაბნი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხერთვისთან, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. წარმოადგენს გამოქვაბულთა 3 დამოუკიდებელ კომპლექსს: უდაბნოს. ქვაბთასა და დარნის. უდაბნოს კომპლექსი (VIII-IX სს.) 2-სართულიანია, თუმცა კლდის ჩამოშლის გამო მეორე სართული მიუდგომელია. მოიცავს ბერთათვის განკუთვნილ ქვაბებს, რომელთა ჭერი ბრტყელია. შემორჩენილია ქვაბში ჩაშენებული ეკლესიის ნანგრევები, რომელიც ნაგები ყოფილა ქვითკირით. სიღრმეში კი სახიზარი ქვაბია. ქვაბთა კომპლექსი (ადრ. შუა სს.), ფრიალო კლდეშია რამდენიმე სართულად გამოკვეთილი. აქ ქვაბ-სათავსოებია. დარნის კომპლექსი (ადრ. შუა სს.) მიწისქვეშა გასასვლელების სისტემაა – დარნის ტიპის. სახელიც აქედან ეწოდა.