გულუა დათა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გულუა დათა – (1984 – 2003), ქართველი პოეტი. დაიღუპა ავტოავარიის შედეგად და მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა კრებულები: „დავბრუნდი თქვენთან” და „მე მაინც მიყვარს ის სასწაული, თეთრი კვიცივით უცებ რომ გარბის”.
- ცრემლის ორდენი
- წვიმა მოვარდა, ბინდი მოყარა,
- სარკეებივით გზას დააფინა გუბენი.
- ახალუხებში მოდიოდა ნისლის მაყარი,
- პეიზაჟს ხატავს ციდან რუბენსი.
- ქარი გააპეს სილუეტებმა,
- წამით შეჩერდა ფოთოლთა ვალსი
- და ილუზიის ჭრელმა ეტლებმა
- ჩამოგსვეს ჩემთან, გატეხეს ნავსი.
- მარგალიტები მკერდს ჩამოგშლია,
- სხეული გიგავს ზამთრის სასახლეს,
- თეთრი ღამისთვის რომ უყეფია,
- თვით ნევის პირას კოლონადებით,
- იდუმალებით, მეფის სამარეს.