გულუა ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვლადიმერ გულუა – (1922–2010), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი, დაიბადა სოფელ ხაბუმეში (ჩხოროწყუს რაიონი) 1940 წელს დაამთავრა წალენჯიხის პედაგოგიური ტექნიკუმი, 1942 წელს - ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტი, შემდეგ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა ლოგიკის სპეციალობით.

ვ. გულუა სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგედ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ინსტიტუტის ეკონომიკური ეთიკის განყოფილების გამგედ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომლად.

თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები