გუმბერიძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ გუმბერიძე

ზურაბ გუმბერიძე − (Zurab Gumberidze), ქართველი დიპლომატი, 1997-2007 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

დაიბადა 6 ნოემბერი, 1954 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1971-1976 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ინჟინერის სპეციალობა;
1979-1982 − TU Dresden − დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) ასპირანტურა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

სამუშაო გამოცდილება:
1976-1979 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერი, შემდგომ უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი;
1979-1982 − TU Dresden − დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) ასპირანტი;
1982 − ტექნიკური დოქტორის ხარისხის დაცვა და მინიჭება;
1982-1983 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ მუშაკი, სექტორის ხელმძღვანელი;
1983-1992 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის პროგრამული მართვის კათედრის დოცენტი;
1988-1992 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საღამოს და დაუსწრებელი სწავლების №2 ფაკულტეტის დეკანი;
1992-1995 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის პროგრამული მართვის კათედრის გამგე, პროფესორი;
1995-1997 − აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2007-2008 − აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლობის დირექტორი;
2008-2011 − კომპანია „AZ-Invest“-ის დირექტორი (ბაქო);
2011-2018 − კომპანია „CBS-Consulting”-ის ბაქოში წარმომადგენლობის დირექტორი, ამჟამად მრჩეველ-ექსპერტი (თბილისი);
1998 − საერთაშორისო სატრანსპორტო TRACECA პროექტის ბაქოს ხელშეკრულების ძირითადი დოკუმენტის მოსამზადებელი ქართული საექსპერტო დელეგაციის ხელმძღვანელი;
1996-2004 − ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების და ბაქოთბილისი-ერზერუმის გაზსადენის ძირითადი ხელშეკრულებების მომზადების საქართველოს დელეგაციის წევრი, ექსპერტი.

ფლობს: ქართულ, რუსულ, გერმანულ დ ინგლისურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები: საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში;
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა „Şöhrət“ (დიდების) ორდენით აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლისათვის.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები