გურგულია ინოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გურგულია ინოლა – (1929 – 1977), კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1952 წელს დაამთავრა უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. იყო ერთერთი დამაარსებელი ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიოსი, რომელიც ასრულებდა გურგულიას მიერ (ხშირად თავისსავე ლექსზე) დაწერილ სიმღერებს. ტრიოს შესრულება გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, ნატიფი ლირიზმით, განცდის უშუალობით. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა თავად გურგულიას მიერ შექმნილ სიმღერებს, რომლებიც წარმოადგენდა თვისობრივად ახალ მიმდინარეობას ქართულ საესტრადო ხელოვნებაში და ნაწილობრივ ქალაქური სიმღერიდან მომდინარეობდა. 1999 წელს გამოიცა ინოლა გურგულიას ლექსებისა და თარგმანების კრებული.
- ღიმილი მინდა
- მე განა ასე ბევრი რამ მინდა?!
- მე განა მსურდა ოდესმე ბევრი?!
- ღიმილი მინდა, ღიმილი მინდა,
- სხვა არაფერი.
- მე ვიცი, თმებზე დამეტყო თოვა,
- მე ვიცი, მალე სიბერე მოვა,
- ღიმილი მინდა, ღიმილი მინდა,
- სხვა არაფერი.
- შენ დამრჩი, მხოლოდ შენ.
- გულს სტკივა შენი სიშორე,
- მახრჩობ და ვერ მოგიშორე
- და რად მინდიხარ,
- რატომ მწყურიხარ ასე,
- არ ვიცი, რას მერჩი, რა დაგიშავე.