გურიელი ირმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირმა გურიელი

გურიელი ირმა – (1941), პოეტი, მსახიობი, ტელეჟურნალისტი. 15 წლის ასაკში უკვე პროფესიული თეატრის სცენაზე თამაშობდა. თეატრალური ინსტიტუტიდან დაწყებული, არაერთი როლი აქვს შესრულებული რუსთაველისა და მოზარდმაყურებელთა თეატრების სცენაზე. წლების განმავლობაში იყო საქართველოს ტელევიზიის დიქტორი. არის ლექსების ორი კრებულის ავტორი, ესენია: „ჩუმი ცეცხლი” და „ნეტავი ჩაწვდე გულისთქმას”.


* * *
ოი, რა ყოფილა ეს აპრილი,
უსიტყვოდ თავბრუ დამახვია...
მაინც, რა ყოფილა ეს აპრილი,
ვაი, რა ცეცხლში გამახვია!
კაბა ისე ჭრელი მომიქსოვა,
ველურ ყვავილების სადარია,
გული ვეღარ დგება საგულეში,
კვირტთა აფეთქებამ გადარია.
ვაი, რა ყოფილა ეს აპრილი,
ყაყაჩოს ცეცხლში გამახვია,
თავნება ველური ყვავილი
უსურვაზივით ამახვია!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები