ქაიხოსრო III გურიელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გურიელი ქაიხოსრო III-დან)
ქაიხოსრო III გურიელი – (გ. დაახლოებით 1747 შემდეგ), გურიის მთავარი. მამია III გურიელის ვაჟი.
გამთავრებამდე ბერად იყო აღკვეცილი. გურიას მართავდა მისი ძმა გიორგი IV გურიელი 1717 მათმა დედამ ელენემ ტახტიდან ჩამოაგდო გიორგი გურიელი, მონასტრიდან გამოიყვანა ქაიხოსრო და გაამთავრა. იმავე წელს გიორგი გურიელმა ოსმალთა დახმარებით დაიბრუნა ტახტი. ქაიხოსრო იძულებული გახდა ქართლში გაქცეულიყო. მან ვახტანგ VI-ის კარს შეაფარა თავი (მისი პაპიდა თუთა ვახტანგ VI-ის დედა იყო). 1741-დან ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. 1741-დან მეთაურობდა ქართველ ჰუსართა პოლკს.